როგორც ცნობილია, ატომის ბირთვი შედგება არამხოლოდ პროტონებისაგან არამედ ნეიტრონებისაგანაც. არსებობს ისეთი ატომები, რომელთა ბირთვიც პროტონების ტოლ რაოდენობას შეიცავს, მაგრამ არ ემთხვევა ნეიტრონების რაოდენობა. ამ მოვლენას იზოტოპია ეწოდება, ხოლო ატომებს რომლებიც ერთმანეთისაგან ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით განსხვავდებიან იზოტოპები ეწოდებათ.იზოტოპების მაგალითია პროთიუმი (წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს ერთ პროტონს), დეითერიუმი(წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს 1 პროტონსა და ერთ ნეიტრონს) და ტრითიუმი(წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს ერთ პროტონსა და ორ ნეიტრონს). "თანაბარი" და "ადგილი"
ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის ატომები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ატომური წონა, მაგრამ ქიმიური და ფიზიკური თვისებებით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთსა და იმავე ადგილას არიან მოთავსებული.
მომეწონა.სურათები ან ვიდეო, რომ დაგედო ამ პოსტზე უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა :)
ReplyDelete